ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშესაწყობად, ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, შპს “იმერეთი აგრო”-ს მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
 
მემორანდუმის უმთავრესი ამოცანაა ადგილობრივი პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენა, წარმოების ზრდა და ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.