“იმერეთი აგრო”, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, იწყებს სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებული, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდამჭერ საპილოტე პროექტს ჭიათურაში.

პროექტის ფარგლებში ვთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აგრომეურნეობის ჩამოყალიბებასა და მისი მასშტაბების გაფართოებაში თანაპარტნიორობას, ერთობლივ აგრო ბიზნესს. ჩართვა ასევე შეუძლიათ აგრო სექტორში მყოფ მოქმედ, ადგილობრივ მეწარმეებს.

 
strawberries, blueberries, raspberries and black berries. fresh berries on white background
“იმერეთი აგრო”-ს მიზანია პარტნიორობის ფარგლებში დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს მეურნეობის განვითარებასა და ქართული პროდუქტის შექმნაში.

პროექტის მთავარი ამოცანა მატერიალური და ადამიანური რესურსის მაქსიმალური მობილიზებაა ჯანსაღი და ბიო პროდუქციის შესაქმნელად. მიზნის მისაღწევად კი ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა და მათი თანადგომა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია – ეს ყველაფერი კი ისტორიული და ტრადიციული მემკვიდრეობის გამყარებას უნდა ემსახურებოდეს.

“იმერეთი აგრო”-ს პროექტის ფარგლებში წარმოებული ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ ბაზრებსა და მარკეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ექსპორტის გზით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საწყის ეტაპზე, “იმერეთი აგრო”-ს თანადაფინანსების პროექტი “დანერგე მომავალი”-ს ფარგლებში 2021 წლის საშემოდგომო პერიოდში ჩართულ ბენეფიციარებზე გავრცელდება – აგრომეურნეობის პირველადი შექმნის ძირითადი კომპონენტებისათვის გათვალისწინებული ხარჯის 100%-მდე დაფინანსების / შევსების მოდულით.

სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“-ს ბენეფიციარად რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მიმართვით, ბმულზე: https://rda.gov.ge

პროგრამის ფარგლებში „იმერეთი აგრო“-ს თანაპარტნიორობით დაფინანსება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას.

თანხა მოხმარდება როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენას, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, მინერალებს – ნიადაგის გამდიდრებისთვის და შხამქიმიკატებს – შემდგომი მოვლისთვის.

იმერეთი აგრო დააფინანსებს:

მელიორაციის ღირებულების 50%
ნერგის ღირებულების 30%
მინერალების ღირებულების 100%
შხამქიმიკატების ღირებულების 100%

დაფინანსებული კულტურები: