პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები:

ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სააგენტოს იმერეთის რეგიონულ სამსახურს ან დარეგისტრირდეს ვებგვერდზე https://rda.gov.ge/.

წარსადგენი დოკუმენტაციის სია:

განაცხადის შევსებული ფორმა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის/პასუხისმგებელი პირის;

ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);

ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;

მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა)/ იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;

დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, წყლით უზრუნველყოფის შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;

 

ხელშეკრულება და ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის ინვოისი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ნერგების რაოდენობა;

ბ) თითოეული ნერგის ფასი;

გ) ჯამურად ნერგების ღირებულება;

დ) ნერგის მახასიათებლები;

ე) მიწოდების პირობები;

ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები;

თ) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ი) პოტენციური ბენეფიციარის მიერ საკუთარი ნერგების გაშენების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ნერგების/ბენეფიციარის სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის შესახებ;

კ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი მიმართავს შპს „იმერეთი აგროს“ შემდგომი ეტაპის თანადაფინანსებისათვის:

ბენეფიციარი მიმართავს „იმერეთი აგროს“ და გაეცნობა პირობებს შპს „იმერეთი აგროსა“ და ბენეფიციარს შორის გაფორმდება შემდგომი თანამშრომლობის ხელშეკრულება ბენეფიციარი კომპანიისაგან მიიღებს ეტაპობრივ დაფინანსებას, ხელშეკრულების შესაბამისად

შპს „იმერეთი აგრო“ დააფინანსებს შემდეგ ხარჯებს: 

ნერგის ღირებულების 30% 

მელიორაციის ღირებულების 50% 

მინერალების ღირებულების 100% 

შხამქიმიკატების ღირებულების 100% 

დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ინვოისები, რის შემდეგაც კონკრეტული ოდენობის თანხა ჩაირიცხება პირდაპირ მიმწოდებლის ანგარიშზე. 

შპს “იმერეთი აგრო”, მოწვეულ სპეციალისტებთან, გაუწევს მონიტორინგს ბენეფიციარის მიერ შესრულებულ საქმიანობას. ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ სასურველი თანხა საჭირო დროს. თანხის დაბრუნებას დაიწყებთ მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი საქმიანობისგან მიიღებთ სარგებელს.