ექსპერიმენტის მეორე ფაზა, რომლის წარმატებით დაძლევას პირველადი კვლევის შედეგები პროგნოზირებს, გადამწყვეტ როლს ითამაშებს რეკულტივირებული და სარეკულტივაციო ფართობების აგრო მიზნებისთვის ასათვისებლად, მათ შორის იონჯის მასშტაბურად მოსაყვანად.
სადემონსტრაციოდ, ოთხ შერჩეულ ლოკაციაზე, სოფლებში – რგანი, ბუნიკაური, მღვიმევი და დარკვეთი, დაითესა პარკოსანი მცენარე იონჯა, რომელიც არის სამეურნეო-საწარმოო დანიშნულების. იონჯა ამავე დროს გამოიყენება როგორც მწვანე საკვები და თივა. აღმოცენებისას ნიადაგში ტოვებს საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან მარაგს, განსაკუთრებით – აზოტის, რაც მნიშვნელოვანია სამომავლოდ ნიადაგის მოსამზადებლად სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის.