“იმერეთი აგრო” იწყებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდასაჭერ საპილოტე პროექტს “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური მხარდაჭერით
სოფლის მეურნეობის განვითარება ეკონომიკის აღმასვლის საწინდარია. “იმერეთი აგრო” მიზნად ისახავს დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს განავითარონ საკუთარი მეურნეობა და შექმნან ქართული პროდუქტი.
ამ ეტაპზე “იმერეთი აგრო” აფინანსებს პროექტ “დანერგე მომავალის” ბენეფიციარებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან 2021 წლის საშემოდგომო პერიოდის შემდეგ და აუნაზღაურებს მათ შემდგომი ეტაპის ხარჯებს საკუთარი საქმიანობისთვის.
ჩვენ დაგეხმარებით, მიიღოთ სასურველი თანხა საჭირო დროს. თანხის დაბრუნებას დაიწყებთ მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი საქმიანობისგან მიიღებთ სარგებელს.
თქვენ მიერ დაბრუნებული თანხა არ აღემატება მიღებულ დაფინანსებას.
“იმერეთი აგროს” თანადაფინანსების პროექტი “დანერგე მომავალის” ფარგლებში 2021 წლის საშემოდგომო პერიოდის შემდგომ ჩართულ ბენეფიციარებზე გავრცელდება.
🌐 სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროგრამის – „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარად რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მიმართვით, ბმულზე: https://rda.gov.geპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება – ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ლურჯი მოცვი, მაყვალი, ქლიავი, ალუბალი და ლეღვი.
წარსადგენი დოკუმენტების სია იხილეთ ბმულზე: https://imeretiagro.ge/miige-dafinanseba/https://bit.ly/3H1FSal
“იმერეთი აგრო” ფუნქციონირებს “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით.
ImeretiAgro © 2021. All rights reserved.