ჩვენ შესახებ

“იმერეთი აგრო”-ს მიზანია სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გზით, ადგილობრივმა მოსახლეობამ შექმნას და განავითარონ საკუთარი მეურნეობა, გაზარდონ ქართული პროდუქციის საწარმოო პოტენციალი, აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი, რომელის რეალიზაციაც შესაძლებელი იქნება ადგილობრივ ბაზრებსა და მარკეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ექსპორტის გზით მოხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

cover-darkblue1Artboard 1


“იმერეთი აგრო” მიზნად ისხავს პარტნიორობით დაეხმაროს სოფლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ეფექტიანად გამოყენებაში, მრავალწლიანი ბაღების გაშენებასა  და შემდგომში მათ მსხვილ მეურნეობებად ჩამოყალიბებაში.

“ჯორჯიან მანგანეზი”-ს ხელშეწყობით “იმერეთი აგრო” სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებულ ბენეფიციარებს, ბიზნეს შეთევაზებას თანადაფინანსებით გაუკეთებს საპილოტე ეტაპზე ჭიათურაში მცხოვრებ მოსახლეობას, შემდგომში კი ზესტაფონის, საჩხერის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.

  

ხშირად დასმული კითხვები

“იმერეთი აგრო”-ს თანადაფინანსების პროექტი “დანერგე მომავალი”-ს ფარგლებში 2021 წლის საშემოდგომო პერიოდში ჩართულ ბენეფიციარებზე გავრცელდება.
 
🌐 სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“-ს ბენეფიციარად რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მიმართვით, ბმულზე: https://rda.gov.ge

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება – ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ლურჯი მოცვი, მაყვალი, ქლიავი, ალუბალი და ლეღვი.

თანხა მოხმარდება როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენას, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, მინერალებს – ნიადაგის გამდიდრებისთვის და შხამქიმიკატებს – შემდგომი მოვლისთვის.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება:

🟡 შესაძენი ნერგები – 30%-ით;
🟡 თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა – 50%-მდე ოდენობით;
🟡 მინერალები ნიადაგის გასამდიდრებლად – 100%-ით;
🟡 შხამქიმიკატები სეზონურად – 100%-ით.

წარსადგენი დოკუმენტების სია იხილეთ ბმულზე: https://imeretiagro.ge/miige-dafinanseba/